ბერძნებს უჭირთ, მაგრამ იარაღდებიან - კვირის პალიტრა

ბერძნებს უჭირთ, მაგრამ იარაღდებიან

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს ფინანსური კრიზისის გამო დიდი ვალი დაედო, მაინც ქმნის ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვან სატანკო ჯარს. 2009 წლის

დეკემბერში საბერძნეთში ჩავიდნენ გერმანული კონცერნების: Krauss Maffei Wegmann-ისა და ღჰეინმეტალლ-ის წარმომადგენლები, რადგან ათენმა პრეტენზია განაცხადა, - თქვენ მიერ გამოგზავნილი ტანკები დეფექტიანიაო.

გერმანელებმა დეფექტების გასწორება ივალდებულეს - 11-მილიონიანი საბერძნეთი სამხედრო საჭიროებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროპის სხვა ქვეყნებზე მეტ ფულს ხარჯავს, პრეტენზიული, მაგრამ კარგი კლიენტიაო.

ბერძნებს გერმანული იარაღის კონცერნის 480 მლნ ევრო მართებთ. მიუხედავად ტექნიკური პრობლემებისა და დაუფარავი ვალებისა, ბერძნები და გერმანელები აგრძელებენ თანამშრომლობას. იარაღის ბაზარს ცუდი დრო უდგას. ბევრი ქვეყანა ვეღარ იძენს იარაღს, საბერძნეთი კი, მიუხედავად "დაცარიელებული ხაზინისა" და ეკონომიკური კრიზისისა, მთლიანი შიდა პროდუქციის 2,8%-ს ხარჯავს არმიასა და იარაღის შეძენაზე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების მიხედვით მთელი ევროპისთვის - რეკორდულია.

"დი ველტი", გერმანია