იაპონიაში ტაიფუნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა
04-09-2018
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა
ტაიფუნ "ჯების" იაპონიაში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა ოსაკას, სიგას და მიეს პრეფექტურებში. ყველაზე მეტი მსხვერპლი და დაშავებული ოსაკაშია, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 136 დაშავდა.

სამი ათასამდე ადამიანი ბლოკირებულია ოსაკას "კანსაის" საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს და გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი ტანკერის ანძამ დააზიანა.

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, "ჯები“ დაატყდა თავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით