8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში - არის ცუნამის საფრთხე - კვირის პალიტრა

8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში - არის ცუნამის საფრთხე

წყნარ ოკეანეში ფიჯის არქიპელაგზე 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ფიჯის დედაქალაქ სუვადან 105 კილომეტრში იყო. არსებობს ცუნამის საფრთხეც. ნგრევის, მსხვერპლისა და დაშვებულებს შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.