"პუტინთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - კვირის პალიტრა

"პუტინთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო"

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"ეს ძალიან საინტერესოა. როდესაც ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, ჩემი კრიტიკოსები ამბობდნენ - ის ძალიან მკაცრი და უხეშია. ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან მქონდა. ისინი კი ამბობდნენ ჩემზე - ის ძალიან კეთილია, ის ძალიან რბილია. მათ სურდათ, რომ კრივი გამემართა. ჩვენ მშვენიერი შეხვედრა გვქონდა", - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 16 ივლისს გაიმართა.