"უკრაინული სპეცსამსახურები ტერაქტებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "ლიდერების" წინააღმდეგაც გეგმავდნენ"
07-09-2018
"უკრაინული სპეცსამსახურები ტერაქტებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "ლიდერების" წინააღმდეგაც გეგმავდნენ"
უკრაინული სპეცსამსახურები დონეცკში ტერაქტს არა მხოლოდ ზახარჩენკოს წინააღმდეგ გეგმავდნენ, მათ სამიზნეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "ლიდერებიც" წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ანდრეი პინჩუკმა განაცხადა.

"ტერაქტების სერია იგეგმებოდა. მათ სამიზნეს მხოლოდ ზახარჩენკო არ წარმოადგენდა. მაგალითად, დონეცკში ხშირად ჩადიოდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერები. ზახარჩენკო ხვდებოდა მათ - სადილობდნენ, ვახშმობდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც ზახარჩენკო ესმხვერპლა, სხვა მსხვილი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც უნდა ამოქმედებულიყო. ისინი ელოდებოდნენ, როდის
გამოჩნდება იქ ზახარჩენკო რომელიმე ამ პოლიტიკოსთან ერთად", - განაცხადა პინჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო 31 აგვისტოს მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით