აშშ-ში მოზარდი "სელფის" გადაღების დროს გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აშშ-ში მოზარდი "სელფის" გადაღების დროს გარდაიცვალა

ისრაელელი მოზარდი კალიფორნიის იოსემიტის ეროვნულ პარკში სელფის გადაღების დროს გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

18 წლის ტომერ ფრანკფურტერი ორი თვით აშშ-ში სამოგზაუროდ იმყოფებოდა. მისი დედის განცხადებით, ბიჭი სელფის გადაღებას ცდილობდა, როდესაც 250 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარი დასაკრძალად სამშობლოში გადაასვენეს.

იოსემიტის პარკში ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა - მათ შორის ორი მთამსვლელი ივნისში, როდესაც კლდეზე ასვლას ცდილობდნენ.

Ambebi.ge