ტრამპი: "ბარაკ ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა"
ტრამპი: "ბარაკ ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა"
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლის ყურებისას, რომელშიც ის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებდა, ჩაეძინა.

"ბოდიშს ვიხდი. ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა. მისი გამოსვლა ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ ჩაგძინებოდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატებს" რომ გაემარჯვათ, 4,2%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად აშშ-ს ეკონომიკა 4,2%-ით შემცირდებოდა".

გუშინ ილინოისში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტი ტრამპი გააკრიტიკა. ბარაკ ობამას
თქმით, ტრამპი ამერიკელების შიშს თავის სასარგებლოდ იყენებს და საზოგადოებაში ამით განხეთქილება შეაქვს.

ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დონალდ ტრამპი თავს იწონებს, მისი პრეზიდენტობისას დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

თამარი
09 სექტემბერი 2018 18:59
ტრაბახა ტჩვრამპი. ეს ეკონომიკირი კრიზისი რაც ობამას დროს იყო გამოწვეულინდემოკრატების მიერ ხელოვნურად იყო შავკანიანი პრეზიდენტის არჩევის საპროტესტოდ .

კარმა დიდი მამაძაღლი რამეა . ახლა თავის თავე იწვნევს ტჩვრამპი იმას რააც ობამას კრიტიკით აკეთებდა .
ობამას დემოკრატების მხარდაჭერა მაინც ჰქონდა ამას კი არც ერთის მხარდაჭერა არ აქვს .
მაინც ხალხს მოსწონს და უყვარს ტვრამპი ისევე როგორც ობამა მოსწონდათ .

ჩვრამპი ხალხის არჩეულია და არა პოლიტიკოსთა წრის . ისევე როგორც სანახევროდ ბარაქ ჰუსეინ ობამა .
USA
08 სექტემბერი 2018 15:54
რა დროის ობამაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები