ტრამპი: "ბარაკ ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა"
08-09-2018
ტრამპი: "ბარაკ ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა"
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლის ყურებისას, რომელშიც ის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებდა, ჩაეძინა.

"ბოდიშს ვიხდი. ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა. მისი გამოსვლა ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ ჩაგძინებოდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატებს" რომ გაემარჯვათ, 4,2%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად აშშ-ს ეკონომიკა 4,2%-ით შემცირდებოდა".

გუშინ ილინოისში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტი ტრამპი გააკრიტიკა. ბარაკ ობამას
თქმით, ტრამპი ამერიკელების შიშს თავის სასარგებლოდ იყენებს და საზოგადოებაში ამით განხეთქილება შეაქვს.

ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დონალდ ტრამპი თავს იწონებს, მისი პრეზიდენტობისას დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით