6 დაღუპული და 44 დაშავებული - თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა
08-09-2018
6 დაღუპული და 44 დაშავებული - თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა
თურქეთში სამგზავრო ავტობუსის თხრილში გადავარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან ადიამანში მიემართებოდა თხრილში გადავარდა.

შემთხვევის დროს ავტობუსში 46 მგზავრი, მძღოლი და ავტობუსის კომპანიის სამი თანამშრომელი იმყოფებოდა.

რედაქტორის რჩევით