რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით იმუქრება
რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით იმუქრება
რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით იმუქრება, თუკი მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიასმიანიჭებს, - ამის შესახებ რუსეთს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.

"როდესაც ასეთი თავხედური და ცინიკური სახით ერევიან ადგილობრივი ეკლესიის საქმეებში, ამას არა მხოლოდ ჩიხში შეყავს მდგომარეობა, არამედ მთლიანად მსოფლიო მართლმადიდებლობას უქადის განხეთქილებას. კანონიკური ეკლესია ამ ავტოკეფალიას არ მიიღებს. ჩვენ, რუსეთის ეკლესიაში ამ ავტოკეფალიას არ ვაღიარებთ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ კავშირი გავწყვიტოთ
კონსტანტინოპოლთან", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა "რასია 24"-ის ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, უკანასკნელი ქმედებებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საკუთარ თავს კანონიკური ველის მიღმა აყენებს.

მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან საეკლესიო დიპლომატიის საშუალებები ამოწურულია.

"კონსტანტინოპოლის მხარე, ჩვენი თვალთახედვით, მოიქცა უსინდისოდ და მოღალატურად", - განაცხადა
მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც ცნობილია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში კიევში თავის ეგზარქოსებად დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.

"ინტერპრესნიუსი"

არჩილ
12 სექტემბერი 2018 22:08
მეათე საუკუნეში დაარსებულმა რუსულმა საპატრიარქომ რომ მეოთხე საუკუნის ქართული საპატრიარქოს ავტოკეფალია რომ გააუქმა, რატომ არავინ იღებდა ხმას, რა უფლებით და რომელი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით მოხდა ეს? თუ რუსეთის ეკლესია გამოვა მსოფლიო საპატრიარქოდან, გამოდის, რომ იქნება, კანონგარეშე, ევქარისტიის გარეშე და შესაბამისად რუსულ ეკლესიაში ზიარებაც აღარ იქნება კანონიერი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები