რუსეთის თავდაცვის უწყება 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს
11-09-2018
რუსეთის თავდაცვის უწყება 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს იწყებს. უწყების ინფორმაციით, "Восток-2018"-ის სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას 300 000 სამხედრო მიიღებს.

"ეს სწავლებები რაღაცით იმეორებს "Запад-81"-ის სწავლებებს, თუმცა უფრო მასშტაბურია", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

სამხედრო სწავლებები 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. გამოყენებული იქნება ცენტრალური და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების თითქმის ყველა პოლიგონი. სწავლებებში ასევე იქ ნება ჩართული 36 ათასი ტანკი, ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო მანქანები, ასევე ათასამდე
თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების ჯარები, ასევე ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით