პუტინი: "რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს" - კვირის პალიტრა

პუტინი: "რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს"

რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების "აღმოსავლეთი-2018" ფარგლებში განაცხადა.

"რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს და ვერც ექნება. მიუხედავად ამისა, რუსულ ჯარს შეუძლია, პოტენციურ სამხედრო საფრთხეებს წარმატებით გაუმკლავდეს", - განაცხადა პუტინმა.

სამხედრო წვრთნები "აღმოსავლეთი-2018" 11 სექტემბერს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება. წვრთნები შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და წყნარი ოკეანეს აკვატორიებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მეთაურობით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"