რას პასუხობს აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთს იგორ გიორგაძის განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

რას პასუხობს აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთს იგორ გიორგაძის განცხადებაზე?

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადებები აშშ-ს მიერ საქართველოში ხალხზე ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ აბსურდულია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა განაცხადა.

"ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, აბსოლუტურად აბსურდულია. ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის. ეს საერთოდ აშშ-ს ობიექტი არაა", - განაცხადა პაჰონმა.

მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეკუთვნის და იმართება საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

"ლუგარის ცენტრის მისია მოქალაქეების ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვა, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით ადამიანებისა და ცხოველების ჯანდაცვის მხარდაჭერა, საქართველოს, კავკასიისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და კვლევების ხელშეწყობაა", - აღნიშნა პაჰონმა.

"ინტერპრესნიუსი"