რატომ დააკავა სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავა სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი?

სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა, რომლებიც შრომის რთულ პირობებს აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ მშენებლების პროფკავშირის ხელმძღვანელმა ოზგიურ კარაბულუთმა განაცხადა.

„ხელისუფლებამ მუშების კანონიერ მოთხოვნებს ძალის გამოყენებით უპასუხა, დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. მათთან ადვოკატებს არ უშვებენ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ჩვენი პროფკავშირი, ადვოკატებთან და დეპუტატებთან ერთად, მუშების გათავისუფლებას და მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება“, - განაცხადა კარაბულუთმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

"ინტერპრესნიუსი"