"მარიხუანას მომხმარებლებს, მის წარმოებაში დასაქმებულებს და ინვესტორებს შესძლოა აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აეკრძალოთ"
16-09-2018
"მარიხუანას მომხმარებლებს, მის წარმოებაში დასაქმებულებს და ინვესტორებს შესძლოა აშშ-ში შესვლა სამუდამოდ აეკრძალოთ"
ამერიკული გამოცემა «Politico» აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ამერიკელი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ: "მარიხუანას კანადელი მომხმარებლების, მის წარმოებაში დასაქმებული მუშებისა და ინვესტორებისთვის დიდი რისკი არსებობს, რომ აშშ-ში შემოსვლა სამუდამოდ აეკრძალოთ". ავტორი ლუიზა სავაჯია

სტატიას შემოკლებით გთავაზობთ:

"იმ კანადელებისათვის, რომლებიც მარიხუანას ინდუსტრიაში (წარმოებაში) მუშაობენ და ისინი, ვინც ამ სწრაფად განვითარებად სექტორში ინვესტიციებს დებენ, დიდი რისკი არსებობს, რომ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ", - ასე განაცხადა აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

17 ოქტომბრიდან კანადაში ძალაში შედის კანონი, რომელიც ამ ქვეყანას მსოფლიოში კანაფის სამრეწველო წარმოებისა და ექსპორტის უდიდეს ქვეყნად გადააქცევს. პროგნოზების მიხედვით, უახლოეს წლებში ამ დარგის განვითარება კანადას მილიარდობით დოლარს მოუტანს. შესაბამისად, ბევრი კანადელი ახლავე ცდილობს სამუშაო ადგილების დაკავებას და პერსპექტიულ დარგში აქციების შეძენას. მაგრამ არსებობს ერთი
"მაგრამ": იმ კანადელებს, რომლებიც ამ ბიზნესით იქნებიან დაკავებული და კანადაში მათი საქმიანობა კანონიერად ითვლება, შესაძლოა აშშ-ის საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტებში ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადონ, ამერიკის ანტინარკოტიკული კანონების თანახმად.

აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო დაცვის სააგენტო მათ მიმართ ყველა იმ ფედერალური კანონების მიხედვით იმოქმედებს, რომელთა მიხედვით მარიხუანა აკრძალულ ნივთიერებას წარმოადგენს და შესაბამისად, მათ აშშ-ში არ შეუშვებენ. "მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შტატში მარიხუანას შესახებ კანონმდებლობა ლიბერალურია, ფედერალური აკრძალვა აშშ-ის საზღვრებზე არ შეიცვლება და ძალაში რჩება", - განაცხადა ტოდ ოუენმა, აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, რომელმაც Politico-ს დეტალურად განუმარტა, თუ როგორ იქნება აღსრულებული აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნები. "რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლები ყველას არ დაუწყებენ იმის გამოკითხვას, შემოაქვთ თუ არა მარიხუანა ან თვითონ თუ სარგებლობენ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლიან შემოწმებას და ვინმეს ამ ნივთიერებას აღმოუჩენენ, გინდაც ავტომობილში (ძაღლების დახმარებითაც), მაშინ მათი საქმე ცუდად იქნება - სამუდამოდ აეკრძალებად აშშ-ში შესვლა და შეტანილნი იქნებიან შესაბამის რეესტრში. არსებობს სამუდამო აკრძალვის მოხსნის შესაძლებლობაც, თუმცა პროცედურა რამდენიმე თვე გრძელდება და ჯარიმა - 585 დოლარია გადასახდელი. ამასთან, საყურადღებოა, რომ აკრძალვის მოხსნა თვით ცვენზე, ანუ სასაზღვრო და საბაჟო დაცვის სააგენტოზეა დამოკიდებული. სააგენტოების თანამშრომლები, ჩვეულებრივად, მოგზაურებს ეკითხებიან ხოლმე, თუ რით ცხოვრობენ, რომელ სფეროში მუშაობენ და სად იღებენ ანაზღაურებას. ის კანადელები, რომლებიც მარიხუანას ინდუსტრიაში იქნებიან დაკავებულნი, აშშ-ში შესვლის ნებართვას ვერ მიიღებენ. ამრიგად, თქვენი სამსახურის სფერო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ამერიკაში არ იქნეთ შემოშვებული", - ხაზი გაუსვა ტოდ ოუენმა.

ანალოგიური მიდგომა იქნება იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებიც მარიხუანას წარმოებაში კაპიტალს ჩადებენ.

"ჩვენ ამ ბიზნესს იურიდიულად არ ვცნობთ", - აღნიშნა ტოდ ოუენმა და დააზუსტა: "ჩვენ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიმართაც იგივე დამოკიდებულება გვაქვს: ამას წინათ ისრაელის მოქალაქეებიც არ შემოვუშვით". მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მოცულობის ინვესტიცია აქვს ჩადებული ამა თუ იმ პიროვნებას. "შესაძლოა გამონაკლისი დაიშვას კანადის იმ მოქალაქის მიმართ, ვისაც ჩვენთან იმ შტატები აქვს ბიზნესი, სადაც კანაფის სამრეწველო წარმოება ოფიციალურად ნებადართულია".

აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო დაცვის სააგენტომ უკვე გააფრთხილა ის კანადელები, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ და საზღვრის სწრაფი გადაკვეთის უფლება აქვთ, აგრეთვე სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ასოციაცია, რომ მათ გაითვალისწინონ: კანადური კანონის გამო აშშ-ის სააგენტოს დამოკიდებულება მარიხუანას მიმართ არ შეიცვლება.
აშშ-ში შესვლის მსურველებისთვის კრიტერიუმები მოცემულია მოქალაქეობის და იმიგრაციის კანონის 212-ე მუხლში. მათ შორისაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, ნარკოტიკების მოხმარება და მონაწილეობა უკანონო ბიზნესში, ამ საქმიანობით ფინანსური მოგების მიღების თვალსაზრისით.

კანადის სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით, გასულ წელს კანადელები 42 მილიონჯერ გადავიდნენ ამერიკის საზღვარზე, ერთ დღეღამიანი ვიზიტით. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, გაახანგრძლივებს თუ არა კანადური კანონი აშშ-ის საზღვარზე გადასვლის დროს, საჭირო იქნება თუ არა მოლოდინი. ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს . "ფაქტია, რომ კანადის მიერ მარიხუანას წარმოების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ჩვენ უფრო ხშირი შემოწმებები მოგვიწევს, მაგრამ რამდენად ხშირი, ჯერ არ ვიცით", - თქვა ტოდ ოუენმა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
qutaiseli
16 სექტემბერი 2018 13:52
რა გაუხარდება ეს ჩვენ მთავრობას და პრემიერს.დდ

რედაქტორის რჩევით