რუსეთის შემდეგ, ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს
17-09-2018
რუსეთის შემდეგ, ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს
ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ფხენიანში ვიზიტის დროს თურქეთის მოქალაქეობის აღების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ გამოცემა Hürriyet წერს.

„მე ოქტომბერში თურქეთში ჩავალ. ერდოღანს მოქალაქეობაზე უნდა დაველაპარაკო“, - განაცხადა 69 წლის მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარში ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით