"დიდი რუსეთის" აღდგენის ახალი გეგმა - კრემლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავს - კვირის პალიტრა

"დიდი რუსეთის" აღდგენის ახალი გეგმა - კრემლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავს

მოსკოვი "დიდი რუსეთის" აღდგენისთვის ახალ გეგმას ახმოვანებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავს.

რუსეთის სათათბიროში იწყებენ კანონპროექტის განხილვას და ყველა, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა, თუკი სურვილი ექნება, შეძლებს რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს. ამავდროულად, აუცილებელი არ იქნება დოკუმენტაციის შეგროვება იმის დასადასტურებლად, რომ პირმა უარი თქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე. ამ იდეაზე მუშაობა კრემლში გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს და ახლა უკვე დუმაში კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში გრძელედება. როგორც რუსული სახელისუფლებო გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდა" წერს, კანონპროექტს ავტორი მმართველი პარტიის "ედინაია რუსეთის" წარმომადგენელი და ევრაზიული ინტეგრაციისა და დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინია, დავალება კი თავად ვლადიმირ პუტინმა გასცა, ამდენად კანონს აუცილებლად მიიღებენ.

სპეკულირებით დიდ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ერთი მსგავსი ინიციატივა ომით დასრულდა. 2006 წელს ოფიციალურმა მოსკოვმა სწორედ ასე გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისათვის, რასაც საბოლოოდ წელიწადნახევარში საქართველო-რუსეთის ომი მოჰყვა. მაშინ საქართველოში შემოჭრის ერთ-ერთ საბაბად რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვა დაასახელა.