რუსული სამხედრო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა - კვირის პალიტრა

რუსული სამხედრო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო ძალების F-16-ტიპის გამანადგურებლების მიერ სირიაში, ლატაკიას პროვინციაში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული შეტევის დროს გაუჩინარდა.

"17 სექტემბერს, "ჰმეიმიმის" ავიაბაზაზე დაბრუნებისას, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე, სირიის სანაპიროდან 35 კილომეტრში გაწყდა კავშირი "ილ-20"-ის ტიპის თვითმფრინავის ეკიპაჟთან. "ილ-20" რადარებიდან ისრაელის საჰაერო ძალების F-16-ტიპის გამანადგურებლების შეტევის დროს გაქრა", - განაცხადეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბორტზე 14 სამხედრო იმყოფებოდა, რომელთა ბედი ამ ეტაპზე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"