მომღერალი რიანა ბარბადოსის ელჩი გახდა - კვირის პალიტრა

მომღერალი რიანა ბარბადოსის ელჩი გახდა

მომღერალი რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა. მისი პასუხისმგებლობის სფეროში განათლების, ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხები შევა. ამის შესახებ ბარბადოსის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

"რიანას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ეს მისი ფილანტროპიიდანაც ჩანს, განსაკუთრებით განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ის პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს და უყვარს ბარბადოსი როგორც საკუთარი სახლი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მია ამორ მოტლიმ.

მისივე თქმით, მომღერალმა საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თანამდებობაზე დანიშვნას მომღერალიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ მოტლისთან და მის გუნდთან მუშაობას მოუთმენლად ელოდება და ამ თანამდებობაზე დანიშვნით ამაყობს.