თურქეთში სასკოლო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები - კვირის პალიტრა

თურქეთში სასკოლო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთში სასკოლო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. ამის შესახებ ტელეარხი Haberturk იუწყება.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ქოჯაელის პროვინციაში მოხდა. ავტობუსი, რომელსაც ქალაქ აქსარაიდან სკოლის მოსწავლეები სტამბოლში, ავიაშოუზე მიჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაღუპულთა შორის ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლეა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დაწყებულია გამოძიება.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა.

"ინტერპრესნიუსი"