თათრეთის პრეზიდენტი მეფედ "მონათლეს" - კვირის პალიტრა

თათრეთის პრეზიდენტი მეფედ "მონათლეს"

ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ინიციატივას, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა იყოს, დანარჩენებს კი რესპუბლიკის მეთაურები

ეწოდოსო, თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინიჰანოვმა მხარი არ დაუჭირა.

ის კი არა, მის ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც რესპუბლიკის მთავრობის პორტალზე იყო ტრანსლირებული, გაირკვა, რომ თურმე მოქალაქეები მზად არიან, ის მეფედ შერაცხონ. 11 შვილის დედამ, სვეტლანა ტოლპეევამ მინიჰანოვს მიმართა, - მოწიწებით მოგესალმებით, მეფევ ბატონოო, და დააყოლა - მეფის წინაშე ჯდომა რა საკადრისია, ყველანი ფეხზე უნდა წამოვდგეთო და ასეც მოიქცა.

მან პრეზიდენტს სთხოვა, - ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ, თქვენ ხომ აქაურობის მეფე ხართ (როგორც ჩემმა შვილებმა მოგწერეს), ხელისუფლება გიპყრიათ, გაქვთ ფინანსები, სიბრძნე, გთხოვთ წყალობა გაიღოთ და გვაჩუქოთ კოტეჯი და ავტომობილიო.

დარცხვენილმა ბატონმა მინიჰანოვმა განკარგულება გასცა, - მრავალშვილიან ოჯახს 14-ადგილიანი ავტომობილი და ორი ოთხოთახიანი ბინა გამოუყავითო. ქალბატონმა ტოლპეევამ პრეზიდენტს რუსულ და თათრულ ენებზე გადაუხადა მადლობა, - როგორც აქამდე ვლოცულობდით თქვენზე, ასევე გავაგრძელებთო.

ვიდეოკავშირის საშუალებით სხვებმაც მიმართეს თხოვნით პრეზიდენტს. ვიდეკონფერენციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, - რა ვუწოდოთ რესპუბლიკის მეთაურს, მხოლოდ ხალხის და საკანონმდებლო კრების გადასაწყვეტიაო.

"კომერსანტი", რუსეთი