ჩინეთმა დოლარს უგანა - კვირის პალიტრა

ჩინეთმა დოლარს უგანა

ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში უცხოური ვალუტის უდიდესი რეზერვის მფლობელია, შარშანდელ ივლისთან შედარებით თავისი დოლარის მარაგი 7,7-%-ით

შეამცირა. სამაგიეროდ, შეიძინა იაპონიისა და ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.

ჩინეთის მაგალითს მიჰბაძა ინდოეთმა, მალაიზიამ, სამხრეთ კორეამ. ექსპერტებს პეკინის პოლიტიკა რაციონალურად მიაჩნიათ და ფიქრობენ, თუ ჩინელები დოლარს ნელ-ნელა დაშორდებიან, ეს არ გამოიწვევს ვალუტის კურსის მნიშვნელოვან რყევას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავალუტო რეზერვი 2,45 ტრლნ დოლარია. სხვა აზიური ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც ნელ-ნელა გვერდს უქცევენ დოლარს და ევროსკენ იხედებიან თავიანთი რეზერვის გასადიდებლად. ევროზონის გარდა, ჩინეთს იაპონური ეკონომიკაც ეიმედება.

დოლარის ზონიდან ევროსა და იენაზე ჩინეთის გადასვლის მიზეზები, სავსებით გასაგებია. საბერძნეთის შემთხვევამ ცხადი გახადა, რომ ევროზონის ქვეყნების დეფოლტს არავინ დაუშვებს. გარდა ამისა, პეკინისთვის რეზერვებში ევროს წილის გაზრდა გამართლებულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისითაც.

"ლა სტამპა", ესპანეთი