ბაქოსა და ანკარის პასუხი რუსეთს - კვირის პალიტრა

ბაქოსა და ანკარის პასუხი რუსეთს

აზერბაიჯანში შეიძლება თურქეთის სამხედრო ბაზა შეიქმნას. დისლოკაციის ადგილად ასახელებენ ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკას - სომხეთსა და თურქეთს

შორის მოქცეულ ანკლავს. სავარაუდოდ, ამ თემაზე ისაუბრეს ბაქოში თურქეთის პრეზიდენტის აბდულაჰ გიულის ვიზიტის დროს.

თუ ასე მოხდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ბაქოსა და ანკარის პასუხად მოსკოვსა და ერევანს შორის ახალ მოლაპარაკებებზე - სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის 49 წლით ყოფნასთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის გარდაცვლილი ლიდერის ჰაიდარ ალიევის მიერ დაწყებული ბაქოსა და ანკარის ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ გასაკვირიც კი არის - აქამდე რატომ არ არის აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ბაზა. ალბათ იმიტომ რომ ბაქოს იმედი ჰქონდა - მოსკოვი ზემოქმედებას მოახდენდა თავის სტრატეგიულ პარტნიორზე - ერევანზე და ხელს შეუწყობდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი ვერ აძლიერებდა პროთურქულ ვექტორს. ბაქოს მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა - საქმე ადგილიდან არ დაძრულა.

აზერბაიჯანში სექტემბერში დმიტრი მედვედევის ვიზიტია დაგეგმილი, მისგან ახალი წინადადებებს ელიან.

აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე თურქული ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაციის "გაჟონვით" რუსეთს მიანიშნა, - თუ მოკლე ხანში ყარაბაღის საქმე ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება, თურქეთისკენ ვიზამთ პირსო.

"ნიუსრუ", რუსეთი