შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო Agence France Presse მომღერლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

ცნობილი შანსონიე, რომელმაც ბოლო საკონცერტო ტურნე იაპონიაში გასულ თვეში დაასრულა, საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.