ლას-ვეგასის პოლიციამ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

ლას-ვეგასის პოლიციამ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ლას-ვეგასის პოლიციამ გამოძიება დაიწყო ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკელი კატრინ მაიორგა გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

შესაბამისი განცხადება ლას-ვეგასის პოლიციამ გამოაქვეყნა.

The New York Times-ის ინფორმაციით, მაიორგამ რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი ნევადას შტატის სასამართლოში შეიტანა. მისი თქმით, ინციდენტი ლას-ვეგასში 2009 წლის ივნისში მოხდა, 2010 წელს კი რონალდუმ მას კონფლიქტის სასამართლომდელი მოგვარების სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მაიორგამ მასსა და რონალდუს შორის გაფორმებული იურიდიული დოკუმენტაციის ნაწილი გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მისი განცხადებით, კატრინ მაიორგა მის ხარჯზე პოპულარობის მოპოვებას ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"