რა შინაარსის წერილები გაუგზავნა რუსეთის პატრიარქმა მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებს? - კვირის პალიტრა

რა შინაარსის წერილები გაუგზავნა რუსეთის პატრიარქმა მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებს?

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებს უკრაინის ეკლესიის საკითხზე წერილები გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვი ავრცელებს.

„წერილებში განმარტებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ე.წ. უკრაინული ავტოკეფალიის საკითხზე და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. წერილებში ასევე გამოთქმულია შექმნილი სიტუაციის ერთობლივი განხილვის დაწყების წინადადება“, - განაცხადა ნიკოლაი ბალაშოვმა.

"ინტერპრესნიუსი"