"თუ ტრამპს სურს იპოვოს ის, ვის გამოც ნავთობი გაძვირდა, საკმარისია სარკეში ჩაიხედოს" - კვირის პალიტრა

"თუ ტრამპს სურს იპოვოს ის, ვის გამოც ნავთობი გაძვირდა, საკმარისია სარკეში ჩაიხედოს"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია ნავთობის გაძვირებაში დამნაშავე სარკეში ჩახედვისას იხილოს.

"ჰელსინკიში მე და ტრამპს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ამ თემაზე რომ გვესაუბრა, ვეტყოდი, რომ თუ მას სურს იპოვოს ის, ვის გამოც ნავთობი გაძვირდა, ამისთვის საკმარისია სარკეში ჩაიხედოს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ნავთობის ფასზე გავლენას გეოპოლიტიკური ფაქტორებიც ახდენს.

"სჯობს ამ საბაზრო პროცესებში არ ჩავერიოთ და არ ვეცადოთ პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით რაღაც უპირატესობის მოპოვებას", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.