ინტერპოლის პრეზიდენტს ეძებენ - მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს გაუჩინარდა - კვირის პალიტრა

ინტერპოლის პრეზიდენტს ეძებენ - მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს გაუჩინარდა

ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო Europe 1 იუწყება.

მისივე ინფორმაციით, 64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ არ გამოდის კავშირზე. მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა.

მენ ჰუნვეის მივლინების მიზნების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მენ ჰუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა.

იხილეთ ასევე: ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელსაც ოჯახი ეძებს, ჩინეთში იმყოფება? - რას წერს უცხოური მედია?