85 წლის ასაკში მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

85 წლის ასაკში მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, კაბალიე ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სექტემბრის შუა რიცხვებში მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობა 2012 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუარესდა, რის შემდეგაც ის პერმანენტულ მკურნალობას გადიოდა.

"ინტერპრესნიუსი"