"ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა, ცო­ლის­თვის წვე­უ­ლე­ბა მო­ე­წყო" - აშშ-ში ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა, ცო­ლის­თვის წვე­უ­ლე­ბა მო­ე­წყო" - აშშ-ში ავარიას თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში მომხდარი საზარელი ავარიის დროს ლიმუზინში მჯდომი 18 ადამიანი და ორი ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. "დეილი მეილი" წერს, რომ გარდაცვლილებს შორის ოთხი და და მათი ქმრები არიან. ისინი უმცროსი დის 30-ე დაბადების დღის წვეულებაზე მიდიოდნენ, როდესაც ლიმუზინის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და საპირისპირო მხარეს გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.

გარდაცვლილი დები არიან აბიგაილ ჯექსონი, მერი დაისონი, ელისონ კინგი და ემი სტინბერგი. ები ჯექსონსა და მის ქმარს, ადამსს 2 შვილი დარჩათ, ემი და ექსელ სტინბერგი კი ივნისში დაქორწინდნენ. ავარიის დროს ექსელის 34 წლის ძმა, რიჩ სტინბერგიც გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ მერი დაისონი და მისი ქმარი, რობერტი.

გარდაცვლილებს შორის არიან ახალდაქორწინებულები - 34 წლის ერინ მაკგოუენი და 30 წლის შეინ მაკგოუენი. ისინი ივნისში დაქორწინდნენ.

დების მამიდა, ბარბარა დუგლასი ამბობს, რომ მომხდარის გამო მთელი ოჯახი შოკირებულია.

"სულ ახლახან დაქორწინდნენ, ქმარმა გადაწყვიტა, ცოლისთვის დაბადების დღის წვეულება მოეწყო. მათ ლიმუზინი იქირავეს, რომ თავად არ ემართათ მანქანა," - განაცხადა მედიასთან დუგლასმა.

მამიდა ამბობს, რომ მისი დისშვილები "სიცოცხლით სავსე, ლამაზი გოგონები" იყვნენ. ორ მათგანს კი შვილები დარჩა.

"ჩემი ძმა და მისი ცოლი მძიმე მდგომარეობაში არიან, არც კი ვიცი, ეს როგორ აღვწერო... ძალიან რთულია ასეთი ტრაგედიის გააზრება, რომლის დროსაც შენი ოთხივე ქალიშვილი გარდაიცვალა..." - ამბობს გოგონების მამიდა.

ავარიის დროს ამერიკელი სამხედრო ვეტერანი მეთიუ კუნსი და მისი მეგობარი გოგონა, სავანა დევონიც გარდაიცვალნენ. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო