"გაეროში ელჩის პოსტზე ივანკა დინამიტის მაგვარი იქნებოდა, მაგრამ ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ" - კვირის პალიტრა

"გაეროში ელჩის პოსტზე ივანკა დინამიტის მაგვარი იქნებოდა, მაგრამ ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შვილი ივანკა ტრამპი შესანიშნავი იქნება გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე.

"მინდა გითხრათ, რომ ივანკა ამ თანამდებობაზე დინამიტის მაგვარი იქნებოდა, თუმცა, ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ. მართლაც, შესანიშნავი იქნებოდა ივანკა ამ თანამდებობაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში ვინმე მასზე უფრო კომპეტენტური იყოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის თავის თანამდებობას დატოვებს.

"ამ წლის ბოლოს ნიკი ჰეილი დატოვებს თავის თანამდებობას. თუმცა, ჩვენ მუდმივად გვექნება კავშირი ერთმანეთთან. ნიკიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უთხრა ნიკი ჰეილის, რომ იმედი აქვს, ის დაბრუნდება მის ადმინისტრაციაში. "იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდები. შეგიძლია შენით აირჩიო თანამდებობა", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ნიკი ჰეილის.

იხილეთ ვიდეო