რომის პაპი: "აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს"
აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება მოხდა.
"ორსულობის შეწყვეტა ეს ადამიანის განადგურებაა. ეს იმას ჰგავს, როდესაც ვინმეს მოსაშორებლად მკვლელს ქირაობენ", - განაცხადა პონტიფიკოსმა.
პაპმა აბორტის გარდა არსებულ პრობლემებად ომები, ექსპლუატაცია და "მფლანგველობის კულტურა" დაასახელა.