რომის პაპი: "აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს" - კვირის პალიტრა

რომის პაპი: "აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს"

აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება მოხდა.

"ორსულობის შეწყვეტა ეს ადამიანის განადგურებაა. ეს იმას ჰგავს, როდესაც ვინმეს მოსაშორებლად მკვლელს ქირაობენ", - განაცხადა პონტიფიკოსმა.

პაპმა აბორტის გარდა არსებულ პრობლემებად ომები, ექსპლუატაცია და "მფლანგველობის კულტურა" დაასახელა.