პუტინი: "რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა" - კვირის პალიტრა

პუტინი: "რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა"

საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხო ქვეყნების ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მთავარ ეროვნულ ინტერესს ქვეყნის განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება წარმოადგენს.

"რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა და თანმიმდევრულად ატარებს საპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკურ კურსს. რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, იცავს ორგანიზაციის წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს - ქვეყნების სუვერენიტეტს და თანასწორობას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას", - განაცხადა პუტინმა.