ვენესუელას პრეზიდენტი: "აშშ-მ ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა" - კვირის პალიტრა

ვენესუელას პრეზიდენტი: "აშშ-მ ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა"

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-მ კოლუმბიას მისი მოკვლის ბრძანება მისცა.

შესაბამისი განცხადება მან მოსახლეობისადმი ტელემიმართვისას გააკეთა.

"ბოგოტას მადუროს მოკვლის ბრძანება აქვს მიღებული. მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობ, რომ თეთრმა სახლმა კოლუმბიის წინაშე ასეთი ამოცანა დააყენა", - განაცხადა მადურომ.

მისივე თქმით, ვენესუელას მოსახლეობა მას ყველა თავდასხმისგან დაიცავს.

"თეთრი სახლის ბრძანების მიუხედავად, მე ვერაფერს დამიშავებენ, ვინაიდან ღმერთი და ხალხი მიცავს", - განაცხადა მადურომ.

იხილეთ ასევე: "მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ" - ვენესუელას პრეზიდენტი, რომელის თავს - სტალინს, ტრამპს კი "ახალ ჰიტლერს" უწოდებს

"ინტერპრესნიუსი"