როგორ აცეკვდა თბილისში ბუში, ერევანში კი - მაკრონი (+ვიდეო) - კვირის პალიტრა

როგორ აცეკვდა თბილისში ბუში, ერევანში კი - მაკრონი (+ვიდეო)

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სომხეთში აცეკვდა.

11 ოქტომბერს ერევანში ფრანკოფონეს მე-17 სამიტის ფარგლებში მიღება გაიმართა. ვახშამზე მიწვეულმა სტუმრებმა როგორც ჩანს, კარგად მოილხინეს.

სომხურ მუსიკაზე მაკრონთან ერთად მისი მეუღლე, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრადეუ და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცეკვანდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც თბილისში მეუღლესთან ერთად იყო ჩამოსული, საკონცერტო პროგრამის დროს, ბუში როდესაც ერთი სცენიდან მეორეზე გადადიოდა არა მარტო წარმოდგენით მოიხილბა, თავადაც წაიცეკვა.