საბერძნეთში მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად 11 მიგრანტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

საბერძნეთში მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად 11 მიგრანტი დაიღუპა

საბერძნეთში მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 11 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში მოხდა. ძლიერი შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

11-მა მგზავრმა მიკროავტობუსის დატოვება ვერ მოასწრო და ცოცხლად დაიწვა.

სატრანსპორტო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და სატვირთო ავტომობილის შეეჯახა.