მეგან მარკლი ორსულად არის - ბუკინგემის სასახლე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

მეგან მარკლი ორსულად არის - ბუკინგემის სასახლე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ორსულად არის, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რაც ჰარი და მეგანი ავსტრალიაში ჩაფრინდნენ. სიდნეიდან წყვილი დაქორწინების შემდეგ პირველ საერთაშორისო ტურნეს იწყებს.

პრინცი და მისი ცოლი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ მეგანი ცდილობდა, მუცელი დაეფარა საქაღალდეებით, რომელიც ხელში ეჭირა.

მეგანის ორსულობასთან დაკავშირებით განცხადება ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.სასახლის წარმომადგენლის თქმით, წყვილს შვილი 2019 წლის გაზაფხულზე შეეძინება.

„მისი სამეფო უდიდებულესობა აფასებს მხარდაჭერას, რასაც დაქორწინების შემდეგ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მცხოვრები ხალხისგან იღებს და მოხარულია, სიახლე ყველას გაუზიაროს.

დედოფალი, ედინბურგის ჰერცოგი, უელსის პრინცი, კორნვოლის ჰერცოგინია, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ახალი ამბით აღტაცებულები არიან და საშუალება მიეცათ, პარასკევს, ქორწილის დროს წყვილისთვის პირადად მიელოცათ.

ამბით, ასევე, ძალიან გახარებულია ქალბატონი დორია რეგლანდი და მოუთმენლად ელოდება პირველი შვილიშვილის დაბადებას,“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: რამდენი ტაბუ დაარღვია ჰარიმ მეგანზე ქორწინებით?

ambebi.ge