10 დაღუპული და 50 დაშავებული - ძლიერი აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში - კვირის პალიტრა

10 დაღუპული და 50 დაშავებული - ძლიერი აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

"ქერჩის კოლეჯში ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ საქმის წარმოება ცენტრალურ აპარატს დაავალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მიემართებიან გამომძიებლები", - განაცხადა პეტრენკომ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.

"პუტინმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. გამოძიება რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ტერაქტის ვერსიასაც განიხილავს", - განაცხადა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"