ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. როგორც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ეჭვმიტანილი ამავე სასწავლო დაწესებულების სტუდენტია.

"სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა. ის 22 წლის არის და მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი მეორე სართულზე, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს“, - განაცხადა მან.

თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას ამ ეტაპზე დაუდგენელია.

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50 ადამიანი.

ქერჩში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.