პუტინი: "ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება" - კვირის პალიტრა

პუტინი: "ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება"

რუსეთი არსად არ ერევა, ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"ჩვენ არსად არ ვერევით, ჩვენ გვაქვს დიდი ტერიტორია და სხვისი არაფერი გვჭირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასე იყო ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ჩვენი ხალხის სისხლშია. ამ მხრივ ჩვენ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ", - აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული ომის ინიციატორი ვერ გახდება.

"ჩვენ ბირთვული ომის ინიციატორები ვერ გავხდებით, ამ იარაღის გამოყენების რუსულ კონცეფციაში არსებობს მხოლოდ საპასუხო დარტყმა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.