ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელშიც 189 ადამიანი იჯდა, ზღვაში ჩავარდა - კვირის პალიტრა

ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელშიც 189 ადამიანი იჯდა, ზღვაში ჩავარდა

ინდონეზიაში Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პანკალპინანგში მიფრინავდა, 189 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

"თვითმფრინავი ჩამოვარდა, ის რადარებიდან აფრენიდან 13 წუთის შემდეგ გაქრა. ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობთ", - განაცხადა Lion Air-ის ხელმძღვანელმა ედვარდ სირაითმა.

აღსანიშნავია, რომ სამაშველო სააგენტომ თვითმფრინავის ადგილმდებარეობა უკვე დაადგინა, სამაშველო ოპერაციაში 3 გემი და ერთი ვერტმფრენია ჩართული.