წყალდიდობა იტალიაში - ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა
წყალდიდობა იტალიაში - ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა
ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა. ვენეციის მუნიციპალიტეტის მოქცევის მონიტორინგის ცენტრმა მუნიციპალიტეტში მეტეოსაშიშროების მეორე, "ნარინჯისფერი" დონე გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ ვენეციის ცენტრში წყლის დონემ 156 სანტიმეტრს მიაღწია. ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ მსოფლიოში სახელგანთქმული სან-მარკოს მოედანზე მცხოვრებლების ევაკუაცია გამოაცხადა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყლის დონე ვენეციაში ხვალ დაიწევს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში წყალდიდობისა და ძლიერი ქარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 28 ოქტომბრი
დან უამინდობამ იტალიის რამდენიმე პროვინცია მოიცვა. ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიგურიაში, ლომბარდიაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, ვენეტოში და ფრიული-ვენეცია-ჯულიას პროვინციებში მეტეოსაშიშროების უმაღლესი, "წითელი" დონე გამოცხადდა. ძლიერი წვიმა და ქარია იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილშიც.

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები