წყალდიდობა იტალიაში - ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა - კვირის პალიტრა

წყალდიდობა იტალიაში - ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა

ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა. ვენეციის მუნიციპალიტეტის მოქცევის მონიტორინგის ცენტრმა მუნიციპალიტეტში მეტეოსაშიშროების მეორე, "ნარინჯისფერი" დონე გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ ვენეციის ცენტრში წყლის დონემ 156 სანტიმეტრს მიაღწია. ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ მსოფლიოში სახელგანთქმული სან-მარკოს მოედანზე მცხოვრებლების ევაკუაცია გამოაცხადა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წყლის დონე ვენეციაში ხვალ დაიწევს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში წყალდიდობისა და ძლიერი ქარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 28 ოქტომბრიდან უამინდობამ იტალიის რამდენიმე პროვინცია მოიცვა. ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიგურიაში, ლომბარდიაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, ვენეტოში და ფრიული-ვენეცია-ჯულიას პროვინციებში მეტეოსაშიშროების უმაღლესი, "წითელი" დონე გამოცხადდა. ძლიერი წვიმა და ქარია იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილშიც.

იხილეთ ვიდეო