საუდის არაბეთის პრინცი: "ჯამალ ხაშოგი საშიში იყო"
საუდის არაბეთის პრინცი: "ჯამალ ხაშოგი საშიში იყო"
ჯამალ ხაშოგი საშიში იყო, - ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა, თეთრი სახლის წარმომადგენლებს სატელეფონო საუბარში განუცხადა.

“ბიბისის” ცნობით, საუდის გვირგვინოსანმა პრინცმა მოკლული ჟურნალისტი საშიშ ისლამისტად მოიხსენია.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, ერ-რიადის მიერ მისი მკვლელობის აღიარებამდე შედგა.

შეგახსენებთ, წარმოშობით საუდელი არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ხაშოგი ოფიციალურ ერ-რიადს და საუდის პრინცს ხშირად
აკრიტიკებდა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები