მორწმუნეები სიკვდილით დასჯის ბრალდებით გათავისუფლებული ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ - რა ხდება პაკისტანში?
მორწმუნეები სიკვდილით დასჯის ბრალდებით გათავისუფლებული ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ - რა ხდება პაკისტანში?
ქრის­ტი­ა­ნი ქალი, რო­მელ­საც ღმერ­თის გმო­ბის ბრალ­დე­ბით სიკ­ვდი­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი და რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­სა­მარ­თლემ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, პა­კის­ტა­ნი­დან გაქ­ცე­ვას გეგ­მავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას "დე­ი­ლი მე­ი­ლი" ავ­რცე­ლებს.

ასია ბიბი, მისი ძმის თქმით, პა­კის­ტანს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვებს.

ქრის­ტი­ა­ნი ქალი 2009 წელს და­ა­კა­ვეს. მის­მა ბრალ­დე­ბამ კი მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ოგ­ნა - ასია ბიბი მუ­სულ­მან ქა­ლებ­თან ერ­თად მინ­დორ­ში მუ­შა­ობ­და. მას ჭი­დან წყლის მო­ტა­ნა სთხო­ვეს. ვიდ­რე ჭას­თან ნა­პოვნ ძველ მე­ტა­ლის ჭი­ქას სხვებს გა­და­ა­წო­დებ­და, ბი­ბიმ წყა­ლი ჯერ
თა­ვად მოს­ვა. ასი­ას მე­ზო­ბელ­მა, მუ­სა­რატ­მა, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნი ქა­ლის ოჯახ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო, და­ი­ნა­ხა, რო­გორ და­ლია წყა­ლი ბი­ბიმ და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა უთხრა, რომ აკ­რძა­ლუ­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის და­ლე­ვა იმა­ვე ჭურ­ჭლი­დან, სა­ი­და­ნაც მუ­სულ­მა­ნე­ბი სვა­მენ, მას სხვა ქა­ლე­ბიც და­ე­თან­ხმნენ.

რო­გორც ასია ბიბი იხ­სე­ნებს, მუ­სა­რატ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და იესო ქრის­ტეს შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ი­წყო და
მას მოს­თხო­ვა, მუ­სულ­მა­ნო­ბა მი­ე­ღო.

"მე მჯე­რა ჩემი რე­ლი­გი­ის და იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ჯვარ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ვე­ბის გამო. მსგავ­სი რამ გა­უ­კე­თე­ბია თქვენს წი­ნას­წარ­მე­ტყველს? იქ­ნებ მე კი არ უნდა მი­ვი­ღო ის­ლა­მი, თქვენ მი­ი­ღოთ ქრის­ტი­ა­ნო­ბა?" - უპა­სუ­ხა მათ ბი­ბიმ.

ინ­ცი­დენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მუ­სა­რატ­მა სხვა მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ასი­ას და ღმერ­თის გმო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ად­გი­ლობ­რივ­მა იმამ­მა ბი­ბის მო­უ­წო­და, რომ ან ის­ლა­მი მი­ე­ღო, ანდა - სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­ის უარ­ყო­ფას არ აპი­რებ­და, თუმ­ცა არც სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებ­და, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო იყო.

ასია ბიბი და­ა­კა­ვეს და 2010 წელს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, ქალი გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას 8 წელი ელო­დე­ბო­და. გაგრძელება



Zvio
04 ნოემბერი 2018 20:37
ჩემს თვალში გმირია ,სარწმუნოებისთვის თავდადებული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები