აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა "დემოკრატებმა" მოიპოვეს - შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა "დემოკრატებმა" მოიპოვეს - შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
"დემოკრატიულმა პარტიამ" აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ქვეყნის სენატზე კონტროლს კი "რესპუბლიკელები" ინარჩუნებენ. ასეთია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონგრესში გამართული შუალედური არჩევნები წარმატებული იყო "რესპუბლიკური" პარტიისთვის.

"უდიდესი წარმატებაა. მადლობა ყველას", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, "დემოკრატებს" 238 ადგილის მოპოვება შეუძლიათ წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო "რესპუბლიკელები" 197 ადგილს მიიღებენ.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში
"დემოკრატები" სპიკერის პოსტს მიიღებენ და ასევე ყველა კომიტეტს გაუძღვებიან.

CNN, NBC და Fox News-ის პროგნოზების თანახმად, "რესპუბლიკური პარტია" უმრავლესობას ინარჩუნებს აშშ-ს სენატში. პროგნოზების მიხედვით, ისინი ასიდან 52 ადგილს მოიპოვებენ.

როგორც ტელეარხი CNN იუწყება, მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკელების" კანდიდატებმა ტექსასში, ტენესიში, ინდიანაში და ჩრდილოეთ დაკოტაში გაიმარჯვეს,
"დემოკრატებმა" სენატზე კონტროლის დამყარების შანსები დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების ფარგლებში ამერიკელმა ამომრჩევლებმა აირჩიეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი, აშშ-ს სენატის დაახლოებით 1/3. ასევე გუბერნატორის არჩევნები გაიმართა აშშ-ს 36 შტატში, ხოლო 46 შტატში კი საკანონმდებლო ორგანოებში არჩევნები ჩატარდა.

როგორც წესი, პარტია, რომლის წევრი პრეზიდენტიცაა, შუალედურ არჩევნებზე კარგავს ადგილებს წარმომადგენელთა პალატაში (გამონაკლისი მხოლოდ 1934 და 2002 წელს დაფიქსირდა).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები