სტამბოლის პროკურატურამ 103 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა
09-11-2018
სტამბოლის პროკურატურამ 103 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის პროკურატურამ, ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, 103 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Haber Turk ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა ამ მომენტისთვის 53 სამხედრო დააკავეს. მიმდინარეობს დარჩენილი პირების დაკავების ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლში და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით