ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა
12-11-2018
ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

"ღაზას სექტორიდან მასობრივი დაბომბვის საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ საპასუხო ზომების გატარება დაიწყო. პასუხისმგებლობა აღნიშნულზე "ჰამასს" ეკისრება. ისრაელის ავიაციის სამიზნეს ღაზას სექტორში მდებარე ტერორისტული ობიექტები წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე ირიშები განაახლა. ისრაელის ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო ერთ საათში ისრაელმა 90 ბომბი გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე,
სამ ქალაქში სდეროტში, ნევიროტში და ოფაკიმიში ჩამოვარდა.

აღნიშნულ ქალაქებში რამდენიმე ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაციები დაშავეულთა და სავარაუდოდ გარდაცვლილთა შესახებ.

ასევე ერთ-ერთი რაკეტა დაეცა სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 4 მგზავრი დაიღუპა. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩართულია ხმოვანი სიგნალები. ისრაელის არმია საპასუხო იერიშისთვის ემზადება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით