რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა - კვირის პალიტრა

რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა

რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფლორინ იორდაკემ ევროკავშირის ინსტიტუტებს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა.

მისი ეს ქმედება ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მხრიდან რუმინეთის სასამართლო რეფორმის კრიტიკას მოჰყვა.

"ევროკავშირის აბსურდული მოთხოვნები, რომელიც უცნობმა ექსპერტებმა გაახმოვანეს, რუმინეთის სასამართლო სისტემას დაბლოკავენ და აიძულებენ ბუქარესტს, გააუქმონ ახალი კანონი მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნაზე", - განაცხადა რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადეს, რომ რუმინეთის მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ასუსტებს კანონის უზენაესობას.

"ინტერპრესნიუსი"